საზოგადოება
„ბზიკები” „ევროვიზია 2026”-ის პირველ ნახევარფინალში მე-6 ნომრად გამოდიან — ვენაში 15 ქვეყანა იბრძვის ფინალისთვის
„ევროვიზია 2026”-ის პირველი ნახევარფინალი 12 მაისს ვენაში იმართება — 70-ე კონკურსი ავსტრიის დედაქალაქია მასპინძელი.
ნახევარფინალში 15 ქვეყანა იბრძვის: საქართველო, ფინეთი, ხორვატია, საბერძნეთი, პორტუგალია, მოლდოვა, შვედეთი, ბელგია, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, მონტენეგრო, სან-მარინო, პოლონეთი და სერბეთი. სცენაზე ასევე წარდგება „დიდი ოთხეულის” ორი ქვეყანა — გერმანია და იტალია. ფინალში მხოლოდ ათი ქვეყანა გადავა.
საქართველოს ჯგუფი „ბზიკები” მე-6 ნომრად გავა სცენაზე. შეგახსენებთ, „ბზიკები” საბავშვო „ევროვიზიის” გამარჯვებულები არიან.
კონკურსი 12, 14 და 16 მაისს გაიმართება, სულ 35 ქვეყანა მონაწილეობს. პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგვთავაზებს.