„ბზიკები” ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში მე-8 ნომრად გამოვლენ — შოუ ერთ საათში იწყება
ვენაში დღეს ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. ეთერში 15 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგება, მათ შორის — საქართველო. ჯგუფი „ბზიკები” სცენაზე მე-8 ნომრად გავლენ.
ნახევარფინალში გამოვლენ: საქართველო, ფინეთი, ხორვატია, საბერძნეთი, პორტუგალია, მოლდოვა, შვედეთი, ბელგია, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, მონტენეგრო, სან მარინო, პოლონეთი და სერბეთი. ათი ქვეყანა გადავა ფინალში. სცენაზე ასევე წარდგება „დიდი ოთხეულის” ორი ქვეყანა — გერმანია და იტალია.
70-ე ევროვიზია ამ წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება. კონკურსი 12, 14 და 16 მაისს გაიმართება; სულ 35 ქვეყანა მონაწილეობს. პირდაპირ ტრანსლაციას „პირველი არხი” შემოგთავაზებთ. კონკურსის წესებიდან გამომდინარე, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.
შეგახსენებთ — „ბზიკები” საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულები არიან.