← მთავარი
საზოგადოება

მაია ბუწაშვილი: „ტვინი ნუ წაიღეთ ამ სრულიად იდიოტური არგუმენტით”

24 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
მაია ბუწაშვილი: „ტვინი ნუ წაიღეთ ამ სრულიად იდიოტური არგუმენტით”

„ტვინი ნუ წაიღეთ ამ სრულიად იდიოტური არგუმენტით — „იმდენი სხვა მძიმე დაავადების მქონე ბავშვი თუ მოზრდილია, რომლებსაც ასევე ჭირდება დაფინანსება””, — წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ბუწაშვილი: „ანუ, რომ გადავთარგმნოთ: დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე ამხელა თანხა რატომ უნდა დაიხარჯოს, როცა კიდევ ბევრი სხვა დაავადების მქონე ადამიანია მისახედი? დიახ, იმ სხვებსაც უნდა მივხედოთ.

ამ ხალხმა ხმა ამოიღო და მოითხოვენ შვილებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებას. როგორც ოჯახის წევრების ვიდეოში მოვისმინე, ამ ბავშვების მოვლას კიდევ უამრავი ხარჯი აქვს, რაც ოჯახის გასაწევია. კი, სხვებსაც სჭირდებათ და იმათაც უნდა დაეხმაროს სახელმწიფო. ამ პატარა ქვეყანას — ამ „გაძვალტყავებულ” ქვეყანას — ამდენი ნამდვილად შეუძლია.

ევროკავშირში ზუსტად იმიტომ გვინდა, რომ ქუჩაში სამათხოვრო არ ჰქონდეს მშობელს შვილის წამალი და ქვეყანაში მთავარი სამსჯელო თემა ხორცის და კვერცხის ფასი არ იყოს.”

ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ ეს „გულისამრეველი არგუმენტი” სხვადასხვა ათწლეულში გამოიყენებოდა — აივ ინფექციის, შემდეგ C ჰეპატიტის მკურნალობაზე დისკუსიებშიც.

← მთავარი