← მთავარი
სამართალი

ბსუ-ის ლექტორის საქმეზე, რომელმაც დიუშენის სტუდენტ-აქტივისტებს შეუტია, ძალადობის გამოძიება დაიწყო

29 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
ბსუ-ის ლექტორის საქმეზე, რომელმაც დიუშენის სტუდენტ-აქტივისტებს შეუტია, ძალადობის გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ ნანი გვარიშვილის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო, მას შემდეგ, რაც ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა.

28 მაისს ბსუ-ის კამპუსთან სტუდენტები თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულთა მხარდასაჭერ ხელმოწერებს აგროვებდნენ. ლექტორი ნანი გვარიშვილი მათ მიუახლოვდა და კონფლიქტი გაჩაღდა.

სტუდენტ თამარ სურმანიძის თქმით, გვარიშვილი თავიდანვე აგრესიულად იყო განწყობილი.

„ამ ქალმა თითის ქნევით დამიწყო ჭკუის სწავლება — ყვიროდა, რომ არაფერი არ ვიცი, რძე არ შემშრობია, და სახელმწიფომ იცის, ვინ უნდა დააფინანსოს. ჩემმა მეგობარმა, ნონამ, ამ ყველაფრის გადაღება დაიწყო. ქალბატონი კიდევ უფრო გაღიზიანდა — ნონას პირდაპირ ხელი მოჰკიდა და ტელეფონი ხელიდან დაამხო. ამის შემდეგ ნონას ხელზე რამდენჯერმე დაარტყა და ჩვენ ორივეს გვლანძღავდა”, — განაცხადა სურმანიძემ.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიმართავს გვარიშვილი მეუღლეს პოლიციის გამოძახების შესახებ, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა. ტვ პირველთან გასაუბრებისას ლექტორმა განაცხადა, რომ ვიდეო „დამონტაჟებულია”.

„ჯერ ახალგაზრდებს ასწავლეთ, როგორ მოიქცნენ უნივერსიტეტის ეზოში”, — დასძინა გვარიშვილმა.

შსს-მ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო.

← მთავარი