ბრუნო გიმარაეში "არსენალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - "მეთოფეები" მეორე წინადადებას ამზადებენ
ლონდონის “არსენალს” “ნიუკასლის” ერთ-ერთი ლიდერის, ბრუნო გიმარაეშის შეძენა სურს და “კაჭკაჭებს” პირველი წინადადებით უკვე მიმართა.
დევიდ ორნშტეინის ცნობით, “ახალციხელებმა” ბრაზილიელის სანაცვლოდ 55-მილიონიანი შეთავაზება იუარეს და “არსენალს” აცნობეს, რომ ფეხბურთელის გასხვისებას არ აპირებენ.
“მეთოფეები” 28 წლის ნახევარმცველის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ და “ნიუკასლს” უკვე აცნობეს, რომ მალე მეორე შეთავაზებას გაუკეთებენ.
თავად გიმარაეში მოლაპარაკებებისგან დისტანცირებულია, რადგან ამჟამად ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე იმყოფება, შემდეგ კი არაა გამორიცხული, რომ “კაჭკაჭებს” ტრანსფერი მოსთხოვოს, რადგან “ნიუკასლი” მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს.
“ნიუკასლმა” ბრუნო 2022 წელს, “ლიონიდან”, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.