← მთავარი
სპორტი

ბრუნო ფერნანდეში ინგლისის წლის ფეხბურთელია

12 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ბრუნო ფერნანდეში ინგლისის წლის ფეხბურთელია

„მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი ბრუნო ფერნანდეში ინგლისის წლის ფეხბურთელად დაასახელა საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციამ (TFWA). ორგანიზაციის 900 წევრმა კენჭისყრაში ფერნანდეშმა გაიმარჯვა.

ჯილდო 19 მაისს, ლონდონში, ყოველწლიურ დაჯილდოვების ცერემონიაზე გადაეცემა.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დეკლან რაისმა (არსენალი) დაიკავა, მესამე — ერლინგ ჰალანდმა (მანჩესტერ სიტი).

ამ სეზონში პორტუგალიელ ნახევარმცველს ყველა ტურნირზე 34 მატჩი, 8 გოლი და 21 შედეგიანი გადაცემა აქვს.

← მთავარი