← მთავარი
საზოგადოება

ტელეწამყვანი და თანამშრომლები ბოდიშს იხდიან და იმეორებენ, რომ ვერ შენიშნეს 10 წლის ბავშვის უგონოდ დაცემა

15 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ტელეწამყვანი და თანამშრომლები ბოდიშს იხდიან და იმეორებენ, რომ ვერ შენიშნეს 10 წლის ბავშვის უგონოდ დაცემა

ტელეწამყვანი, - მაუწყებლის მედიის ბლოკის ხელმძღვანელთან, რუსუდან მანჯგალაძესთან, ასევე პროდიუსერებთან ერთად, - ასევე ბოდიშს უხდის ბავშვის ოჯახსა და გუნდის სხვა წევრებს.ლიზა ბაგრატიონის თქმითვე, იმავე გუნდიდან სამი ბავშვი ნერვიულობის ფონზე გუშინ, 14 ივნისს ქუთაისში გამართულ კონცერტზეც გახდა ცუდად.„ორი სიმართლე“ორშაბათს, 15 ივნისს 12:00 საათზე დაიწყო საზოგადოებრივი სამეურვეო საბჭოს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც მაუწყებლის ბორდის წევრები და ორი ბლოკის თანამშრომლები ესწრებიან.

რუსუდან მანჯგალაძემ, მაუწყებლის მედიის ბლოკის ხელმძღვანელმა შეხვედრის დაწყებისას ბოდიში მოიხადა:„მე პირადად უნდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი და ჩემი გუნდის სახელით გოგონას და მის დედას გულწრფელი ბოდიში მოვუხადო“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ

„მათი პასუხისმგებლობაა“ - პირველ არხზე მომხდარის გამო მაუწყებლის ბორდის სხდომის დანიშვნას ითხოვენ

მანჯგალაძის თქმით, „ორი სიმართლე“ არსებობს:„ვიღაცისთვის სიმართლე არის ის, რომ კადრში და კამერებში ეს წამიერი კადრი, - რაც სოციალურ ქსელებში გავრცელების მერე ვნახე მეც, და რაც არის ძალიან მძიმე სანახავი, - ვერ დაინახეს [დამსწრეებმა და თანამშრომლებმა];„მეორე არის, რომ აქ მუშაობენ, ადამიანები, რომლებიც უყურებენ, როგორ ეცემა ბავშვი და მაინც აგრძელებენ სიმღერას, აგრძელებენ ეთერს, ეთერს არ წყვეტენ, რადგან სისხლისმსმელი ადამიანები არიან“, - თქვა მან.მისი თქმით, გადაცემაზე მუშაობენ „ღვაწლმოსილი ოპერატორები“ და შეიძლება, მათ ვიღაცამ უთხრას, რომ „შენ კადრში ნახე დაგდებული ბავშვი და არც კი მიანიშნე, ეთერი გაჩერებულიყო“.

სხდომის მიმდინარეობისას ბოდიში სხვა თანამშრომლებმაც, მათ შორის პროდიუსერებმაც, მოიხადეს.წამყვანის ბოდიშიგადაცემის, „დღე პირველ არხზე“, თანაწამყვანმა ლიზა ბაგრატიონმა სხდომაზე განაცხადა, რომ ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, შემდეგ კი თქვა:„სტუდია დიდია, ვიყავით ბევრი ადამიანი, არ მოხდა ამის დაფიქსირება. საზარელი სანახავია და კარგად მესმის არა მხოლოდ ბავშვის ოჯახის, არამედ ყველას შეშფოთება“.„თქვენის ნებართვით, არ დავიწყებ ახსნა-განმარტებას… უბრალოდ მინდა, გულწრფელად ბოდიში მოვუხადო არამხოლოდ იმ საოცარ გოგონას თავისი ოჯახით, არამედ ყველა იმ ბავშვს და მათ ოჯახებს, ვინც იქ იდგა - იმიტომ, რომ ჩვენ, დიდებმა, მოვახერხეთ და მათ საოცარი სტრესი მივგვარეთ ამ დღეების განმავლობაში“, - განაცხადა ტელეწამყვანმა.„ბოდიში ყველა ჩემს კოლეგას, ვინც იყო თუ არ იყო იქ“, - დასძინა მან.ბაგრატიონმა განმარტა, რომ ეთერში იმ დღეს იყო „სიმღერის აკადემია“, რომელსაც ქუთაისში ჰქონდა კონცერტი დაგეგმილი, და მათი თხოვნით - ვინაიდან კარგი კონცერტი ტარდებოდა, - ითხოვეს დღის ეთერში სტუმრობა, ისაუბრეს კონცერტზე, რის შემდეგაც 59-მა ბავშვმა, გადაცემის ბოლოს, შეასრულა სიმღერა.

ასევე ნახეთ

„ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“ - პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

„სამი ბავშვი გახდა ცუდად“სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ ლიზა ბაგრატიონს ჰკითხა, თუკი ვერ დაინახა ბავშვის წაქცევა, ვინ უთხრა მას, რომ ბავშვი წაიქცა, რადგან მშობლის მიერ გადაღებული ვიდეოს ბოლოს ისმის, სავარაუდოდ, მისი ხმა, „ბავშვი დავარდაო“?არხის წარმომადგენლების თქმით, ეს „ტელეფონს უკან“ მესამე პირის ხმაა, - და არ იციან, თუ ვისი, - და მას შემდეგ ისმის, რაც წაქცეულ გოგონას ბავშვები შემოეხვივნენ სიმღერის დასრულებისთანავე.„მე ჩემს ვერსიას ვიტყვი, სამწუხარო იქნება თუ არ იქნება ეს დასაჯერებელი… [სიმღერის დასრულების] მერე მივედი მე თვითონ ამ ბავშვთან, როგორ ხარ-მეთქი. კარგადო, გამიღიმა. იყო ჩვეულებრივად, იყო ბავშვების ჟივილ-ხივილი“.„რაღაცნაირად [ისე მოხდა, რომ] სანამ ეს კადრი არ ვნახეთ [თუ როგორ კარგავს გონებას - რაც პირდაპირ ეთერში არ გამოჩენილა], ძალიან მარტივად გავიარეთ, რადგან გვაქვს გამოცდილება, „რანინასი“, ამის, იმის…ეს ბავშვები, სხვათა შორის, გუშინაც ამ ქუთაისში, შეშინებულები [იყვნენ], სამი ბავშვი გაგვიხდა ცუდად სცენაზე“, - თქვა ბაგრატიონმა.„ეს გუნდებში არის ძალიან მიღებული რამ და სანამ ეს თავისთავად ეს კადრი არ დავინახეთ, მარტივად გადავიარეთ. იმიტომ, რომ ეს ბავშვი უკვე იჯდა, მერე ფოტოც გადავიღეთ ერთად“, - განაცხადა მან.ბასილაია-შავგულიძის დამაზუსტებელ კითხვაზე თქვა: „ბავშვები ხდებიან კონცერტზე და გადაღებებზე ცუდად… „რანინას“ გადაღების დროს ვიღაც ბავშვი მოვა, იტყვის, „ვაიმე ცუდად ვარ“. ეს ასაკობრივი ღელვა… ვისაც ბავშვებთან რაღაც შეხება გვაქვს, ცნობილია… ეს თემაა, სულ ყველა წარმოუდგენელ მდგომარეობაში ჩავვარდით“.რა მოხდა პირველ არხზე?9 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “დღე პირველ არხზე”, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და რომელშიც “სიმღერის აკადემიის” შემსრულებლები იყვნენ მიწვეული, ანსამბლის ზრდასრულ წევრებთან ერთად ბავშვების სიმღერის დროს 10 წლის ანკა მოწყვეტით დაეცა.ბავშვის დაცემის კადრი პირდაპირ ეთერში შეუმჩნეველია, ჩანს მხოლოდ ანსამბლის წევრი რამდენიმე ბავშვის რეაქცია - ისინი ქვემოთ იყურებიან, თუმცა ყველა აგრძელებს სიმღერას.ანკას ვარდნა სიმღერის დაწყებიდან 50-ე წამზე ჩანს ვიდეოში, რომელსაც ერთ-ერთი მშობელი იღებდა თავისი ტელეფონით.ბავშვის დედა, თამარ აკობია ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებიც მის შვილს არ დაეხმარნენ.

„უნდა მოუხადონ ბოდიში ჩემს შვილს, ჩემს ოჯახს და მოზარდებს, რომლებიც თავიანთი უმოქმედობით დააზარალეს“.ტელევიზიისა და „სიმღერის აკადემიის“ წარმომადგენლების თქმით, არ შეუნიშნავთ, როგორ დაკარგა ბავშვმა გონება.მაუწყებლის განცხადებით, „ეთერში გასული ვიდეომასალის, ასევე სტუდიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადამოწმებით დგინდება, რომ მომხდარი ფაქტი პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს“.„წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდებოდა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შეწყდებოდა პირდაპირი ეთერიც“, - განაცხადა მაუწყებელმა.

ასევე ნახეთ

დედა: “ყველაზე მეტად რომ სჭირდებოდა, არავინ მიეხმარა” - “ვერ დავინახეთ” - როგორ დაეცა 10 წლის ანკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

← მთავარი