← მთავარი
მსოფლიო

ბრიტანელ ინფლუენსერს დუბაიში მამაკაცის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა ემუქრება

25 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ბრიტანელ ინფლუენსერს დუბაიში მამაკაცის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა ემუქრება

ბრიტანელ TikTok-ერსა და ინფლუენსერს, რომელსაც დუბაიში მამაკაცის მკვლელობაში ედება ბრალი, შესაძლოა, დახვრეტა მიესაჯოს. გოგონა ამტკიცებს, რომ მსხვერპლმა იგი სპარსეთის ყურეში ფუფუნებაში ცხოვრებისა და სამოდელო კარიერის დაპირებებით შეიტყუა, რის შემდეგაც პასპორტი ჩამოართვა.

23 წლის ბრუკ ჯორჯს, რომელიც წარსულში “Gravesend“-ის “John Lewis“-ის მაღაზიის კონსულტანტი იყო, 26 წლის ბრიტანელი თანამემამულეს, მისსავე კუთვნილ მდიდრულ ბინაში სამზარეულოს დანით საყვარელი მამაკაცის მკვლელობა ედება ბრალად.

“Daily Mail“ -ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 26 წლის უილიამ ტრიბია, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას მისი ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. თავდაცვა თუ განზრახ მკვლელობა?

ჯორჯი აცხადებს, რომ მან სახლში დასაბრუნებელი ბილეთი დაჯავშნა, თუმცა, როდესაც პასპორტის დაბრუნება მოითხოვა, მამაკაცმა სახეში მუშტი ჩაარტყა. მისივე თქმით, მან კაცს დანა თავდაცვის მიზნით დაარტყა. გოგონა სამი დღის წინ, ლონდონის რეისზე ჩასხდომის მცდელობისას, დუბაის აეროპორტში დააკავეს.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია “Detained in Dubai“ ამტკიცებს, რომ ბრუკ ჯორჯი ძალადობის მსხვერპლი გახდა და ის მხოლოდ “თავის დაღწევას“ ცდილობდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რადა სტერლინგი აცხადებს, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გოგონას სიკვდილით დასჯა ემუქრება

ოჯახის პოზიცია და მომხდარის დეტალები გარდაცვლილის ოჯახი მომხდარით შოკირებულია. უილიამ ტრიბის დამ, ესთერმა, სოციალურ ქსელში შემდეგი სიტყვები დაწერა - “ის მხოლოდ ჩემი ძმა კი არა, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო“. დედამ, კერენმა კი აღნიშნა, რომ უილიამის მკვლელობით მათი ცხოვრება განადგურდა.

ბრუკის ოჯახი და ახლობლები ჰყვებიან, რომ გოგონამ უილიამი მაისში, დუბაიში ყოფნისას, Facebook-ის საშუალებით გაიცნო. მამაკაცი თავიდან ძალიან თავაზიანი ჩანდა და გოგონას ქალაქის ფონზე პროფესიონალური ფოტოსესიაც კი მოუწყო. თუმცა, ივნისში დუბაიში დაბრუნების შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ბრუკმა აღმოაჩინა, რომ კაცმა მას ბილეთი მხოლოდ ერთი მიმართულებით უყიდა, როდესაც გოგონამ დიდ ბრიტანეთში დაბრუნება მოითხოვა კაცმა მას პასპორტი წაართვა და ფიზიკურად გაუსწორდა. კონფლიქტი “Jumeirah Village“ -ში მდებარე ბარიდან წამოსვლის შემდეგ, მანქანაში დაიწყო, შემდეგ კი ტრიბის ბინაში გაგრძელდა.

რადა სტერლინგის თქმით, ეს შემთხვევა იმ საგანგაშო ტენდენციას ასახავს, როდესაც ახალგაზრდა ბრიტანელ ქალებს დუბაიში რომანტიკისა და ფუფუნების დაპირებებით იტყუებენ, შემდეგ კი მათ ექსპლუატაციას (მათ შორის, სექსუალურს) ახდენენ. ბრუკის დედა დარწმუნებულა, რომ გოგონა უბრალოდ გადარჩენას და სახლში გაქცევას ცდილობდა.

ბრუკის ოჯახი აცხადებს, რომ Bur Dubai-ს პოლიციის განყოფილებაში გოგონას უფლებები უხეშად დაირღვა: იგი აიძულეს მამაკაცი ოფიცრების წინაშე გაშიშვლებულიყო, არ მისცეს ადვოკატის აყვანის უფლება და ენობრივი ბარიერის გამო იმასაც ვერ იგებდა თუ რა ხდებოდა მის გარშემო.

უფლებადამცველები მოუწოდებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას, გამოიკვლიონ გარდაცვლილი მამაკაცის ყველა ციფრული მოწყობილობა, რათა დადგინდეს, ხომ არ ყოფილან სხვა ქალებიც ასევე მისი მსხვერპლი. ასევე, ითხოვენ ბრუკის გირაოთი გათავისუფლებასაც, რადგან უამრავმა მოწმემ დაადასტურა, რომ მომხდარის შემდეგ გოგონას სხეულზე ძალადობის აშკარა კვალი აღენიშნებოდა. წყარო

← მთავარი