← მთავარი
სპორტი

[VIDEO] ბრაზილიამ და მაროკომ ფრედ ითამაშეს

14 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] ბრაზილიამ და მაროკომ ფრედ ითამაშეს

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, C ჯგუფში ბრაზილია მაროკოს დაუზავდა - 1:1.   მაროკომ მატჩი აქტიურად დაიწყო და დაწინაურდა კიდეც - საიბარიმ დიასის პასი მიიღო და კარიდან გამოსულ ალისონს გაუტანა. თუმცა, ვინისიუსმა ანგარიში გაათანაბრა.    შესვენების შემდეგ თამაში უფრო თანაბარი გახდა, ტემპი დაეცა, გუნდები ფრთხილობდნენ, მომენტები იშვიათად იქმნებოდა, შედარებით სახიფათოდ ბრაზილია უტევდა, ბოლოს იერიშებზე აფრიკელები გადავიდნენ, ალისონმა ერთ ეპიზოდში თავისი გუნდი გადაარჩინა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.    ამავე ჯგუფში დღეს ერთმანეთს ჰაიტი და შოტლანდია შეხვდებიან.    მეორე ტურში, 20 ივნისს ბრაზილია ჰაიტის, შოტლანდია კი მაროკოს დაუპირისპირდება.   ისტ რატერფორდი. „მეტლაიფ სთედიუმი“ ბრაზილია - მაროკო 1:1 გოლები: 0:1 საიბარი (21), 1:1 ვინისიუსი (32)  

← მთავარი