მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, C ჯგუფში ბრაზილიამ ჰაიტი 3:0 დაამარცხა.
23-ე წუთზე ანგარიში მათეუშ კუნიამ გახსნა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა 13 წუთში დუბლი შეასრულა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
პირველი ტაიმის მიწურულს ვინისიუსმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და ეს მატჩის უკანასკნელი გოლი აღმოჩნდა.
25 ივნისს, ბოლო მესამე ტურში მაროკო ჰაიტის, შოტლანდია კი ბრაზილიას შეხვდება.
ფილადელფია. „ლინკოლნ ფაინენშელ ფილდი“ ბრაზილია - ჰაიტი 3:0 გოლები: 1:0 კუნია (23), 2:0 კუნია (36), 3:0 ვინისიუსი (45+3)თეგები:ბრაზილიის ნაკრებიჰაიტის ნაკრები(0) / (0)