← მთავარი
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. C ჯგუფი] ბრაზილია 3:0 ჰაიტი. შიში რაფინიას გამო!

20 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge · lelo.ge
[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. C ჯგუფი] ბრაზილია 3:0 ჰაიტი. შიში რაფინიას გამო!

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. C ჯგუფი] ბრაზილია 3:0 ჰაიტი. შიში რაფინიას გამო!მსოფლიო თასი 2026. C ჯგუფი ბრაზილია 3:0 ჰაიტი 20.06. ფილადელფია. “ლინკოლნ ფილდი”. 68 324 მაყურებელი გოლები: 1:0 კუნია (23), 2:0 კუნია (36. ვინისიუსის პასით), 3:0 ვინისიუსი (45+3. პაკეტას პასით) ბრაზილია (4-3-3): ალისონი 7.3* - დანილო 6.3, მარკინიოსი 7.9, გაბრიელი 7.3, დუგლას სანტუში 6.6 - ბრუნო გიმარაეში 7.4 (81. ედერსონი), კაზემირო 7.4, პაკეტა 7.9 (64. მარტინელი 6.9) - რაფინია 6.3 (40 რაიანი 6.7), ვინისიუსი 8.5 (81. დანილო სანტუში) - კუნია 9.0 (64. ენდრიკი 6.6) მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი ჰაიტი (5-4-1): პლესიდი 5.8 - არკუსი 6.2 (46. საიმონი 6.3), ადე 6.8, დიუვერნი 5.8, დელკრუა 6.6, ექსპერიენსი 6.4 - კაზიმირი 4.9 (63. დიდსონი 6.2), ჟან ჟაკი 6.0, ბელეგარდი 6.6 (82. ეტიენი), პროვიდენსი 5.9 (71. ჯოზეფი 6.1) - პიერო 6.1 (46. ისიდორი 6.0) მწვრთნელი: სებასტიან მინე გაფრთხილება: არკუსი (4), პიერო (45+4), დუგლას სანტუში (65), ჟან ჟაკი (72) მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია) არბიტრი: ა. ერნანდესი (ესპანეთი) * - შეფასებები Flashscore-ის მიხედვით “დავითისა და გოლიათის” ნებისმიერ მატჩს ახლავს გარკვეული ინტრიგა, მაგრამ ამჯერად ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა - კარლო ანჩელოტის “სელესაომ” დამაჯერებლად მოუგო ჰაიტის. ბრაზილიას სჭირდებოდა დიდი ანგარიშით მოგება ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსის გაზრდისთვის და საწადელი მხოლოდ სანახევროდ თუ აისრულა. გავიდა ლამაზი გოლები, ბრაზილია ბასრი იყო შეტევაში და ადგილ-ადგილ კარგ ფეხბურთსაც თამაშობდა, მაგრამ ჰაიტი საამისოდ რამდენად შეიძლება იყოს საზომი და საჯილდაო ქვა, ეს სხვა ამბავია. ასეა თუ ისე, “სელესაოს” გულშემატკივარს ცოტა მაინც დაამშვიდებს ეს მოგება, რადგან მაროკოსთან მატჩის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებს და ანჩელოტის უკვე ძალუმად უტევენ კრიტიკოსები. ალბათ, “პაპა კარლოს” გული ხელით უჭირავს მას შემდეგ, რაც პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაშავდა და შესაცვლელი გახდა რაფინია - “ბარსელონას” ვარსკვლავი, ვისაც ბოლო დროს ტრავმები შეეჩვია. კარგი იყო მატეუშ კუნია თავისი დუბლით, ვინისიუს ჟუნიორის გოლი და “ასისტი”, მაგრამ რა ვუყოთ ბრაზილიის კოლაფსს მეორე ნახევარში, უგოლო 45 წუთს და ამავე ტაიმში ჰაიტელთა მიერ შექმნილ რამდენიმე კარგ მომენტს? მოკლედ, “სელესაომ” მოიგო, მაგრამ კითხვები მაინც დაგვიტოვა. ფაქტები ბრაზილიის ნაკრებმა მუნდიალებზე 71-ჯერ გახსნა ანგარიში. დაწინაურების შემდეგ გუნდმა წააგო მხოლოდ 3 თამაში. ბრაზილია და ჰაიტი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატებზე. იქამდე იყო 3 ამხანაგური შეხვედრა. ამ სამ მატჩში ბრაზილიამ 17 გოლი გაუტანა მეტოქეს და მხოლოდ 1 გაუშვა. დღევანდელი თამაშის ჩათვლით ბრაზილიელთა ანგარიშზე უკვე 4-დან 4 მოგებაა. ბურთების შეფარდება - 21:1. ამ შეხვედრაში ისეთი ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომელთა შორისაც ჯგუფური ტურნირის წყვილებში ყველაზე დიდი განსხვავებაა ფიფას რეიტინგში - 78 პოზიცია. ბრაზილია რეიტინგში მეექვსე ადგილზეა, ჰაიტის კი 84-ე პოზიცია უჭირავს. მუნდიალების ისტორიაში ბრაზილიის ნაკრები 9-ჯერ ეთამაშა კონკაკაფ-ის წარმომადგენელს და 8 მატჩი მოიგო (1 ფრე) და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. ვინისიუს ჟუნიორმა ბოლო ორ მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 6 შეხვედრაში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი და 3 “ასისტი”). ეს საუკეთესო შედეგია ბოლო 2 მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის. ჰაიტის ნაკრებში შეცვლაზე შევიდა დომინიკ საიმონი, ვინც ცოტა ხნის წინ თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა. თ მ ფ წ ბ ქ 1. ბრაზილია 2 1 1 0 4:1 4 2. მაროკო 2 1 1 0 2:1 4 3. შოტლანდია 2 1 0 1 1:1 3 4. ჰაიტი 2 0 0 2 0:4 0 ბოლო ტური 25 ივნისი შოტლანდია 02:00 ბრაზილია მაროკო 02:00 ჰაიტი

← მთავარი