← მთავარი
სპორტი

ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია

14 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად -

NBA-ის სუპერფინალური სერიის მეხუთე მატჩში “ნიუ იორკ ნიქსმა” “სან ანტონიო სპურსი” 94:90 დაამარცხა (სერიაში 4:1 იმარჯვა) და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა.   თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ მასპინძლები იყვნენ, მაგრამ “ნიქსის” ლიდერის, ჯეილენ ბრანსონის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, “ნიუ იორკმა” მატჩის ბედი შემოატრიალა.   ბრანსონმა 41 წუთში 45 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა.   “სპურსიდან” დილან ჰარპერმა 25 ქულა, ვიქტორ ვემბანიამამ კი 19 ქულა, 14 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა.   აღსანიშნავია, რომ “ნიქსმა” ისტორიაში პირველი ჩემპიონობა 53 წლის წინ მოიპოვა.   რა თქმა უნდა, ფინალური სერიის MVP ჯეილენ ბრანსონი გახდა. 29 წლის კალათბურთელი “სპურსთან” საშუალოდ 29.5 ქულას, 5.3 მოხსნასა და 4.3 შედეგიან პასს აგროვებდა.თეგები:სან ანტონიო სპურსინიუ იორკ ნიქსი(4) / (1)

← მთავარი