29 წლის ასაკში გარდაიცვალა NBA-ის კალათბურთელი ბრენდონ კლარკი
„მემფის გრიზლსის” ცენტრი, კანადელი კალათბურთელი ბრენდონ კლარკი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გუნდმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.
„გულდაწყვეტილები ვართ ბრენდონ კლარკის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ბრენდონი გამორჩეული თანაგუნდელი და, კიდევ უფრო, კარგი ადამიანი იყო. მისი გავლენა ორგანიზაციასა და მთლიანად მემფისის საზოგადოებაზე არასდროს დაგვავიწყდება. ამ მძიმე პერიოდში მის ოჯახსა და ახლობლებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ” — ნათქვამია გუნდის განცხადებაში.
გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ ვრცელდება.
კლარკი „ოკლაჰომა სიტი თანდერმა” 2019 წლის NBA-ის დრაფტზე 21-ე ნომრად შეარჩია, თუმცა მალევე „მემფის გრიზლსში” გაცვალა. მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.
აპრილში კლარკი დააპატიმრეს და ოთხი ბრალდება წაუყენეს: აკრძალული ნივთიერების გადატანა, სიჩქარის გადაჭარბება და პოლიციის ადევნებისგან გაქცევის მცდელობა.