← მთავარი
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. B ჯგუფი] ბოსნია 3:1 ყატარი. ითამაშე პოკერი და გადი პლეი-ოფში!

25 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. B ჯგუფი] ბოსნია 3:1 ყატარი. ითამაშე პოკერი და გადი პლეი-ოფში!

მსოფლიო თასი 2026. C ჯგუფი შოტლანდია 0:3 ბრაზილია 25.06. მაიამი. “ჰარდ როკ სთედიუმი”. 64 478 მაყურებელი გოლები: 0:1 ვინისიუსი (7. რაიანის პასით), 0:2 ვინისიუსი (45+3. ბრუნო გიმარაეშის პასით), 0:3 კუნია (60. ბრუნო გიმარაეშის პასით) შოტლანდია (4-2-3-1): განი 7.7* - პატერსონი 6.6 (82. რალსტონი), ჰენდრი 6.1, მაკკენა 5.1, რობერტსონი 6.0 (46. ტირნი 6.8) - ფერგიუსონი 8.2, მაკლინი 6.3 - გენონ-დოუკი 5.4 (82. კრისტი), მაკტომინეი 6.4, მაკგინი 5.8 (90+2. კერტისი) - შენკლენდი 6.8 (90+2. ადამსი) მწვრთნელი: სტივ კლარკი ბრაზილია (4-3-3): ალისონი 8.3 - დანილო 7.5, მარკინიოსი 7.0, გაბრიელი 8.4, დუგლას სანტუში 6.9 (82. ალექს სანდრო) - კაზემირო 7.2 (65. ფაბინიო 6.7), ბრუნო გიმარაეში 8.7, პაკეტა 8.1 (66. მარტინელი 6.4) - რაიანი 8.0 (82. ენდრიკი), ვინისიუსი 9.3, კუნია - 8.0 (76. ნეიმარი 6.4) მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი გაფრთხილება: დანილო (62), ფაბინიო (83), კრისტი (89) მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია) არბიტრი: კ. რამოსი (მექსიკა) * - შეფასებები Flashscore-ის მიხედვით ბრაზილის ნაკრებმა მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა შოტლანდიასთან. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილთა პერფორმანსში, უპირველეს ყოვლისა, თვალში გვეცა გუნდური ურთიერთქმედების ელემენტები, რაც ზოგადად ახასიათებს იტალიელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილ გუნდებს. ვინისიუს ჟუნიორმა ერთხელაც დაამტკიცა, რომ ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრების უპირობო ლიდერია. სწორედ ამაზე მეტყველებს მის მიერ შესრულებული დუბლი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი ვიდეორეფერის ვერ იტანს და საამისო საფუძველი მას კიდევ უფრო მოემატებოდა. საქმე ისაა, რომ სწორედ VAR-მა წაართვა მას ჰეთ-თრიკი. ბრაზილიას კი უხარია გამარჯვება და ჯგუფში პირველი ადგილი. გარდა ამისა, ფეხბურთზე გადარეული ერი ხარობს იმის გამოც, რომ ნაკრებში დაბრუნდა ნეიმარი - მილიონების კერპი! აკი ვნახეთ კიდეც, როგორ “დაინგრა” მაიამის სტადიონი იმ მომენტში, როცა “ნეიმ” სათადარიგო მოთამაშის ეკიპირება გაიხადა და მოედანზე შესასვლელად გაემზადა… ფაქტები ბრაზილიის ნაკრებმა “მშრალად” შეინახა კარი შოტლანდიასთან მატჩში და გახდა პირველი გუნდი, ვინც 50 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე. მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით არის გერმანია (41 მატჩი), მესამეზე - ინგლისი (37), მეოთხეზე კი იტალია (32). ალისონ ბეკერმა მუნდიალებზე მე-7 მატჩში არ გაუშვა გოლი. ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მეკარეებს შორის, ის ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ჟილმარს. პირველ ადგილს კი ლეაო და ტაფარელი ინაწილებენ (8-8 “მშრალი” მატჩი). ბრაზილიისა და შოტლანდიის ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატებზე მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს. 1974 წლის შემდეგ მხოლოდ არგენტინისა და ნიდერლანდების ნაკრებები შეხვდნენ ერთმანეთს ამაზე მეტჯერ (6). ბრაზილიამ მიჯრით 4 თამაში მოუგო სქოთებს. თ მ ფ წ ბ ქ 1. ბრაზილია 3 2 1 0 7:1 7 2. მაროკო 3 2 1 0 6:3 7 3. შოტლანდია 3 1 0 2 1:4 3 4. ჰაიტი 3 0 0 3 2:8 0

← მთავარი