← მთავარი
სპორტი

ბორდალასთან მადრიდულ გუნდში შეიძლება ორი ქართველი გადავიდეს

27 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ბორდალასთან მადრიდულ გუნდში შეიძლება ორი ქართველი გადავიდეს

პორტუგალიური sapo-ს ცნობით, გიორგი ქოჩორაშვილი შეიძლება მალე „სპორტინგიდან“ „ხეტაფეში“ გადავიდეს.

გამოცემის მტკიცებით, ესპანურ კლუბს ქოჩორაშვილის იჯარის წესით დამატება შემდგომი გამოსყიდვის უფლებით სურს და მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან.

რუმინული Digi Sport-ი კი იტყობინება, რომ „ხეტაფეს“ სკაუტები კრაიოვას „უნივერსიტატეას“ ნახევარმცველის ანზორ მექვაბიშვილის თამაშს აკვირდებიან.

რუმინეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები გეორგე კრაიოვეანუ და იოსიფ როტარიუ თვლიან, რომ მექვაბიშვილი ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველია და მალე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში გააგრძელებს კარიერას. ანზორი „უნივერსიტატეამ“ 2024 წელს თბილისის „დინამოსგან“ 750 ათას ევროდ შეიძინა, ხოლო ახლა მისი ფასი 2 მილიონია.

„ხეტაფემ“ გასულ სეზონში ლა ლიგაში მე-7 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს. გუნდის მწვრთნელი ხოსე ბორდალასია. როდესაც ის „ვალენსიას“ თავკაცი იყო, სწორედ მაშინ დამკვიდრდა გიორგი მამარდაშვილი „ღამურებში“.

← მთავარი