← მთავარი
საზოგადოება

ნაკრების წევრი, სინდისის პატიმრის ქალიშვილი და ჟურნალისტების შვილები — ვისთვის დაირეკა დღეს ბოლო ზარი

20 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ნაკრების წევრი, სინდისის პატიმრის ქალიშვილი და ჟურნალისტების შვილები — ვისთვის დაირეკა დღეს ბოლო ზარი

საქართველოს სკოლებში დღეს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

კურსდამთავრებულთა შორის აღმოჩნდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების 17 წლის წევრი საბა ხარებაშვილი. „Geo Team” წერს: „დღეს სკოლას ამთავრებ და 5 დღეში ეროვნული ნაკრების შეკრებაზე შედიხარ. 17 წლის საბა ხარებაშვილს კარგი დღე აქვს.”

სკოლა დაამთავრა ტელეწამყვან მერაბ მეტრეველის ვაჟმა ლუკამ. „დადგა დღე, როდესაც მეც უნდა დავწერო: როდის გაირბინა ამ დრომ? დღეიდან — აბიტურიენტი!” — წერს მეტრეველი.

ყველაზე მძიმე პერანგით ბოლო ზარზე მივიდა სინდისის პატიმრის გიორგი ტერიშვილის ქალიშვილი მარიამი. პერანგზე ეწერა: „ყველა მამა მოვიდა… მამაჩემი სამშობლოს სიყვარულისთვის დააკავეს.” ტერიშვილი 2024 წლის დეკემბრის აქციების დროს დააკავეს; მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სკოლა დაამთავრა ასევე რადიო „პალიტრის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ანა მარშანიას ქალიშვილმა ნატალიამ. „შენ, ყველაზე გონიერი, მზრუნველი, ჭკვიანი, კეთილი, ნიჭიერი და ლამაზი ხარ. დაბადების წუთებიდან გვაოცებ და გვახარებ. შენი მშობლობა პატივია,” — წერს ანა.

← მთავარი