საზოგადოება
ბოდბის მონასტერში ექსკურსიაზე 12 წლის გოგო რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
ბოდბის მონასტერში სასკოლო ექსკურსიის მონაწილე 12 წლის გოგო შემოღობილ ტერიტორიაზე რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლნისელი მეექვსეკლასელი პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ბავშვი ქვას დაარტყა თავი. სამედიცინო ბრიგადამ გოგო წნორის „არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.
კლინიკის მენეჯერი ოთარ რუაძე განმარტავს, რომ მოზარდს მსუბუქი დაზიანება აქვს — თავის ტვინის შერყევა — და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.