← მთავარი
საზოგადოება

ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა

2 ივლისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა

66 წლის ასაკში ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა - ინფორმაციას BMG ავრცელებს. კახა გველესიანის სახელს უკავშირდება არაერთი პროექტი, მათ შორის, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები: “თბილისი მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი” , “მოქსი” და მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსის რეაბილიტაცია და განვითარება.

1998-2003 წლებში ის გახლდათ საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო წლების განმავლობაში, 2025 წლამდე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მენეჯმენტსა და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა.

ბიზნესსაქმიანობის მიღმა, კახა გველესიანი ფართოდ იყო ცნობილი, როგორც კულინარიისა და ღვინის ექსპერტი.

← მთავარი