სპორტი
„ბეშიქთაშს” მადა გაეხსნა — მამარდაშვილთან ერთად PSG-ის მეკარე შევალიეზეც მუშაობენ
L’Equipe-ის ინფორმაციით, PSG-ის 24 წლის ფრანგი მეკარე ლუკა შევალიე ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლის. მატვეი საფონოვთან ადგილის ბრძოლა წააგო, უფრო მეტი სათამაშო დრო სურს და „პარკ დე პრენსიდან” წასვლა გადაწყვიტა.
ჩვენი ფრანგი კოლეგების ცნობით, შევალიეზე რამდენიმე კლუბი ინტერესდება, თუმცა ყველაზე აქტიური „ბეშიქთაშია”. სწორედ სტამბოლელ კლუბს ბოლო დროს ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც დაუკავშირეს — ტრანსფერო მედიის ინფორმაციით, „ბეშიქთაშმა” „ლივერპულს” ოფიციალური შეთავაზებით მიმართა.
შევალიეს „ბეშიქთაშში” გადასვლას ორი მთავარი დაბრკოლება ებრძვის: კიპერის მაღალი ანაზღაურება და ის, რომ ლუკა თურქეთის ჩემპიონატში თამაშის სურვილს არ გამოხატავს.