"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
“ბეშიქთაშს” დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს10:05/24-06-2026+-„ბეშიქთაშმა“ სუპერლიგა მეოთხე ადგილზე დაასრულა, ევროპა ლიგის გათამაშებაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და კლუბის პრეზიდენტი სერდალ ადალი შედეგებით ძალიან უკმაყოფილოა.
ადალმა მწვრთნელად ვინჩენცო იტალიანო დანიშნა, რომელმაც სასწრაფოდ მეკარის, ორი მცველის, ორი ნახევარმცველის, მარცხენა გარემარბის და ცენტრალური თავდამსხმელის დამატება მოითხოვა. მოკლედ, შემადგენლობის სერიოზულად გადახალისებას აპირებენ.
მეკარეებს შორის ალექსანდრ ნიუბელის (ბაიერნი) და ლუკა შევალიეს (პსჟ) კანდიდატურები სახელდება. სტამბოლური კლუბი მზადაა „არსენალს“ 31 წლის ლეანდრო ტროსარდში 20 მილიონი ევრო (სეზონური გასამრჯელო 7-8 მილიონი) და „სენტ-ეტიენს“ ამდენივე 25 წლის ზურიკო დავითაშვილში შესთავაზოს, რომლის ღირებულება transfermarkt-ის მიხედვით 12 მილიონია.
„მილიეთის“ ცნობით, „ბეშიქთაში“ ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დავითაშვილის შეძენას შეეცდება, კლუბებს შორის მოლაპარაკებები მალე დაიწყება და თუ ქართველის ტრანსფერი განახორციელეს, ტროსარდის დამატებაზე შეიძლება უარი თქვან.
ერთი სიტყვით, თურქულ კლუბს სერიოზული გეგმები აქვს და თუ ტროსარდის მიმართ შეთავაზებით ვისჯელებთ, ფეხბურთელებს საკმაოდ მიმზიდველ კონტრაქტებს ჰპირდება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის დირექტორი ონდერ ოზენი (პრეზიდენტად იყო მოხსენიებული) საქართველოში გამომგზავრებას და დავითაშვილთან პირადად გასაუბრებას აპირებს. თეგები:ბეშიქთაშისენტ-ეტიენიზურიკო დავითაშვილი(2) / (2)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ