სპორტი
„ბეშიქთაში”, სადაც დავითაშვილს მოელიან, ახალი მწვრთნელი ვინჩენცო იტალიანო დაინიშნა
თურქული „ბეშიქთაშის” ახალი მწვრთნელი 48 წლის იტალიელი სპეციალისტი ვინჩენცო იტალიანო გახდა. კონტრაქტი 2028 წლამდეა გაფორმებული, +1 სეზონის გახანგრძლივების ოფციით. იტალიური მედიის ცნობით, ვინჩენცოს ანაზღაურება სეზონურად 5 მილიონი ევრო იქნება.
იტალიანო გასულ სეზონში „ბოლონიას” ავარჯიშებდა, იქამდე კი „ფიორენტინაში”, „სპეციაში” და სხვა კლუბებში მუშაობდა.
„ბეშიქთაში” სტამბოლის ერთ-ერთი გრანდია, სადაც ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილის გადასვლაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ. ინფორმაციით, კლუბი მზადაა 20 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს. გასულ სეზონში „ბეშიქთაშმა” თურქეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაში გადასვლის საშვი მოიპოვა.