ქართველი მეცნიერის ხელმძღვანელობით ბიოხელოვნური პანკრეასი შეიქმნა
ეკატერინე ბერიშვილი, ექიმი და ჟენევის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული VANGUARD პროექტის მუშაობას, რომლის მიზანი „ბიოხელოვნური პანკრეასის შექმნა” იყო — ეს მოწყობილობა შეიცავს ინსულინის გამომუშავებელი უჯრედების კლასტერებს, ჩაშენებულს დამცავ ბიომასალაში.
პირველი ტიპის დიაბეტი ევროპაში 2,2 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს. ამ დაავადების დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა ინსულინის გამომამუშავებელ უჯრედებს ანადგურებს. სრულყოფილი განკურნება დღეისათვის შეუძლებელია, თუმცა სისხლში შაქრის დონის მუდმივი მონიტორინგი და ინსულინის ინიექციები დაავადების მართვის საშუალებას იძლევა.
ხუთწლიანი კვლევის განმავლობაში, პროექტის ექვსი პარტნიორი დაწესებულება ერთობლივად შეიმუშავა ეს იმპლანტირებადი სამედიცინო მოწყობილობა. ერთ-ერთი მთავარი სიახლე Amniogel-ია — ჰიდროგელის ჩარჩო, ამნიონური მემბრანისგან მიღებული. „Amniogel იცავს გადანერგილ უჯრედებს და ხელს უწყობს მათ გარშემო სისხლძარღვების ფორმირებას,” — განმარტავენ მკვლევარები.
პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ადამიანისა და ღორის ვასკულარიზებული ორგანოიდები. ღორის უჯრედების გამოყენება მნიშვნელოვანია, ვინაიდან „ისინი პოტენციურად შეუზღუდავ, განახლებად წყაროს გვთავაზობს”, — ამბობს ბერიშვილი.
„ტიპი 1 დიაბეტის განკურნების გზა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული დონორთა სიმცირესა თუ იმუნოსუპრესანტებზე, დღეს უფრო ნათელია, ვიდრე ოდესმე,” — აცხადებს პროფესორი ბერიშვილი.