ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მოქალაქის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მოქალაქის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო
პოლიტიკა • 12:48
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მოქალაქის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო | ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 33 წლის გიორგი გოგიამ სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილზე მომზადებული ქარდი გააზიარა და დააწერა: “განაცხადა *****ვილმა რომელიც ბავშვების საცემად ირაკლი ღარიბაშვილს სკოლებში არბენინებდა”. რადიო თავისუფლება წერს, რომ გიორგი გოგიას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავება - ფეისბუკში. შსს ირწმუნება, რომ მან ბერა ივანიშვილის შესახებ ერთ-ერთი პოსტის გაზიარებით შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ვაჟს. მათივე ცნობით, საქმეზე სხდომა სასამართლოში 19 ივნისს გაიმართა და ის საათზე მეტხანს გაგრძელდა. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ახსნა-განმარტებების ეტაპი 26 ივნისისთვის გადაიდო.