← მთავარი
საზოგადოება

თბილისში კერძო ბაღის პედაგოგები 3 წლის ბავშვს სხვების თანდასწრებით აშიშვლებდნენ — ვიდეოჩანაწერი საჯარო გახდა

6 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
თბილისში კერძო ბაღის პედაგოგები 3 წლის ბავშვს სხვების თანდასწრებით აშიშვლებდნენ — ვიდეოჩანაწერი საჯარო გახდა

თბილისის მუხიანის კერძო საბავშვო ბაღ „ბელმარში” 3 წლის ბავშვი პედაგოგური ძალადობის მსხვერპლი გახდა — სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამჟღავნებს, რომ მასწავლებლები ბავშვს სხვების თანდასწრებით აშიშვლებდნენ და საძინებლის ნაცვლად საერთო ოთახში, იატაკზე ათინებდნენ.

ჩანაწერები დედამ, ედიტა დანელიანმა გადასცა „პირველს”. კადრებში ასევე ჩანს, რომ პედაგოგები ბავშვებს ერთი თეფშიდან კვებავდნენ.

„ბავშვი მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესშია და სარეაბილიტაციო მომსახურება სჭირდება,” — განაცხადა ოჯახმა.

ბაღის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გამოვლენილი პედაგოგები უკვე გათავისუფლებულია და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა მიმდინარეობს.

← მთავარი