← მთავარი
სპორტი

ბელგიამ ახალი ზელანდია გაანადგურა, ეგვიპტე პლეი-ოფშია

27 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ბელგიამ ახალი ზელანდია გაანადგურა, ეგვიპტე პლეი-ოფშია

მსოფლიო ჩემპიონატზე, G ჯგუფში ბოლო მესამე ტური გაიმართა. ბელგიამ ახალი ზელანდია 5:1 გაანადგურა და ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

შეხვედრაში ანგარიში 28-ე წუთზე ლეანდრო ტროსარმა გახსნა. “არსენალის” შემტევმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 66-ე წუთზე თავის გამოჩენა კევინ დე ბრუინმაც მოახერხა. 84-ე წუთზე იუსტმა ერთი ბურთი გაქვითა. დარჩენილ დროში კი ჯერ ლუკაკუმ, შემდეგ კი სალემაკერსმა გაიტანეს.

პლეი-ოფში ბელგიის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

ვანკუვერი. „ბი-სი პლეისი“ ახალი ზელანდია - ბელგია 1:5 გოლები: 0:1 ტროსარი (28), 0:2 ტროსარი (50), 0:3 დე ბრუინი (66), 1:3 იუსტი (84), 1:4 ლუკაკუ (86), 1:5 სალემაკერსი (90+4)

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ეგვიპტემ და ირანმა ფრედ 1:1 ითამაშეს. ეგვიპტემ ჯგუფში 5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში, 3 ივლისს, ავსტრალიას დაუპირისპირდება. ირანი კი ბოლო ტურის დასრულებას უნდა დაელოდოს, რათა გაარკვიოს მოახერხებს თუ ვერა ჯგუფიდან გასვლას.

სიეტლი. „ლიუმენ ფილდი“ ეგვიპტე - ირანი 1:1 გოლები: 1:0 საბერი (5), 1:1 რეზაეიანი (14)

← მთავარი