← მთავარი
სპორტი

დრამა - ბელგიამ სენეგალს თითქმის წაგებული მატჩი შემოუტრიალა და მერვედფინალში გავიდა

2 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
დრამა - ბელგიამ სენეგალს თითქმის წაგებული მატჩი შემოუტრიალა და მერვედფინალში გავიდა

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ბელგიამ სენეგალს 3:2 სძლია.

 

ჯგუფიდან ძლივს გასული აფრიკული გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ჯერ სარმა გაარტყა ბურთი ძელს, შემდეგ სარის დარტყმული ისევ ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ყველას დიარამ დაასწრო. მეორე ტაიმის დასაწყისში კურტუას კარი სარმა დალაშქრა. თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბელგიამ ლუკაკუს და ტილემანსის გოლებით ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. 

 

118-ე წუთზე საჯარიმოში კამარამ ტილემანსი წააქცია და „დაზარალებულმა“ პენალტით თავად გაიტანა გამარჯვების გოლი. 

 

ბელგია მერვედფინალში აშშ-სა და ბოსნიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

 

სიეტლი. „ლიუმენ ფილდი“

ბელგია - სენეგალი 3:2 (ძირ. დრო 2:2)

გოლები: 0:1 დიარა (25), 0:2 სარი (51), 1:2 ლუკაკუ (86), 2:2 ტილემანსი (89), 3:2 ტილემანსი (120+5, პენ)

ბელგიამ ახალი ზელანდია გაანადგურა, ეგვიპტე პლეი-ოფშია

[VIDEO] “ტრაქტორის” მეკარის გმირობა, გაუქმებული კოხტა გოლი, გაძევება და ბელგიის ფრე ირანთან

[VIDEO] ბელგიისა და ეგვიპტის სანახაობრივი მატჩი ფრედ დასრულდა

თეგები:

ბელგიის ნაკრები

სენეგალის ნაკრები

გაზიარება:

(0) /

(1)

← მთავარი