საზოგადოება
8 წლის ბეკა, რომელიც კვადროციკლით ავარიაში დაშავდა, სიცოცხლისთვის იბრძვის — ოჯახი დახმარებას ითხოვს
8 წლის ბეკა, რომელიც 4 ივნისს თელავში კვადროციკლით ავარიაში მოყვა, ამჟამად სიცოცხლისთვის იბრძვის. ახლობლები ფინანსურ დახმარებას ითხოვენ.
„ბეკამ უმძიმესი ტრავმები მიიღო. გთხოვთ, მცირედი ფინანსური წვლილით ან პოსტის გაზიარებით დაუდგეთ გვერდში,” — წერენ ოჯახის ახლობლები.
თვითმხილველების ცნობით, ბეკა და მისი ამხანაგი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, როდესაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს შეეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბეკამ თავ-ტვინის და ყბა-სახის მძიმე ტრავმა მიიღო.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ:
- საქართველოს ბანკი: GE50BG0000000160902055
- თიბისი ბანკი: GE68TB7140245068100026
- მიმღები: ხატია დუდაური (დედა), პ/ნ: 08001034977