[რაგბი. ლეგიონერი] ბექა გორგაძე: "პლეი ოფში მარცხმა, მძიმე განცდა დამიტოვა" | Lelo.Ge
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული “პოს” კაპიტანმა ბექა გორგაძემ სარაგბო გამოცემა “მიდი ოლიმპიკთან” საუბრისას აღნიშნა, რომ გასულ სეზონში გუნდის მიერ მიღწეული წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა. თუმცა, პლეი ოფში მარცხმა საკმაოდ მძიმე განცდა დაუტოვა.
„პლეი ოფში მარცხმა, მძიმე განცდა დამიტოვა. დიდხანს ვებრძოდი ამ გრძნობას. თუმცა, ახლა უკვე ვიცი, რა უნდა გავაკეთო მსგავსი ემოციების თავიდან ასაცილებლად. მჯერა გუნდური მუშაობის. გამარჯვებაში ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი - ეს არის დიდი მიზნების მიღწევის ერთადერთი გზა.“
გორგაძე მთავარ საფრთხედ გადამეტებულ მოლოდინებსა და გუნდზე ზეწოლას ხედავს, რომლებიც ახლა გარდაუვლად იქნება. მან მოუწოდა მოთამაშეებს, ყურადღება გაამახვილონ თავიანთ სამუშაოზე და არა გარე ფაქტორებზე, მათ შორის ახალ სავარჯიშო ცენტრში გადასვლაზე.
შეგახსენებთ, რომ “პომ” გასულ სეზონში რეგულარულ გათამაშებაში 78 ქულა დააგროვა და თავის ისტორიაში პირველად გააღწია პლეი ოფში.
“პო” საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ მატჩს 5 სექტემბერს სტუმრად გამართავს “მონპელიესთან”.