ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ბექა დვალი დაინიშნა - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ბექა დვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.2022 წლიდან ბექა დვალი იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას ავსტრალიის თანამეგობრობაში. 2012-2022 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.საქართველოს ახალი ელჩი ისრაელში სხვადასხვა დროს იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი.ბექა დვალი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1999 წლიდან.მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.ბექა დვალის დანიშვნამდე ეს პოზიცია რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ვაკანტური, რადგან ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი, ზაზა კანდელაკი ელჩობიდან როტაციის ვადის გასვლამდე, 2025 წლის 20 დეკემბერს გაიწვიეს.ახალი ელჩი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას 1-ლი ივლისიდან შეუდგება.
ასევე ნახეთ
ისრაელის საელჩო: ელჩი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა