← მთავარი
სპორტი

ბათუმის "დინამომ" ბრაზილიელი ფორვარდი წარადგინა | Lelo.Ge

5 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ბათუმის

ბრაზილიელი მაურიდეს როკე ჟუნიორი, ან უბრალოდ - მაურიდესი, ბათუმის “დინამოს” მორიგი ახალწვეულია. 32 წლის ტანმაღალმა (189 სმ) ფორვარდმა აჭარულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

მაურიდესი ბათუმში პოლონური ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) კლუბ “რადომიაკიდან” ჩამოვიდა. ბოლო წლებში უთამაშია ასევე უნგრულ “დებრეცენსა” და გერმანულ “სანკტ პაულიში”.

ზოგადად, მისთვის დამახასიათებელია კლუბების ხშირი ცვლა. მაურიდესის 14-წლიან პროფესიულ კარიერაში ბათუმის “დინამო” მე-12 კლუბია (“დებრეცენსა” და “სანკტ პაულიში” ორ-ორი ვადით ითამაშა).

ყველაზე მეტი მატჩი პოლონეთისა (81 მატჩი, 17 გოლი, 10 “ასისტი”) და პორტუგალიის (77 მატჩი, 19 გოლი, 8 “ასისტი”) მთავარ ლიგებში ითამაშა.

რაც შეეხება ტიტულებს, არის 2023/24 წლების სეზონის მეორე ბუნდესლიგის ჩემპიონი “სანკტ პაული”-სთან ერთად.

← მთავარი