← მთავარი
სპორტი

ბათუმის "დინამო" თურქეთში ემზადება და სამ ამხანაგურ მატჩს გეგმავს

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ბათუმის

ახალწვეულებით გაძლიერებული ბათუმის “დინამო” ეროვნული ლიგის საშემოდგომო ეტაპისთვის თურქეთის სამთო კურორტ ერზრუმში ემზადება. დაგეგმილია 3 ამხანაგური მატჩიც თურქეთის სუპერლიგის კლუბებთან. მეტოქეთა ვინაობა უახლოეს მომავალში გაირკვევა.

შეკრება 17 ივლისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც გუნდი სეზონის განახლებისთვის მზადებას ბათუმში დაასრულებს, სეზონს კი საქართველოს თასის გათამაშებით განაახლებს - 25 ივლისს თბილისში “ორბს” დაუპირისპირდება.

გიორგი ჭიაბრიშვილმა თურქეთში 24 ფეხბურთელი იახლა. რამდენიმე ახალწვეული გუნდს უშუალოდ თურქულ შეკრებაზე შეუერთდება, მათ შორის, პოლონური “რადომიაკიდან” გადმოსული ბრაზილიელი ფორვარდი მაურიდესი.

მეკარეები - ლაზარე კუპატაძე, მათე თურმანიძე მცველები - მამუკა კობახიძე, ლუკა ქაფიანიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკა კალანდარიშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, დირკ კარლსონი, ალიკა გეთიაშვილი, ივან ტურიცოვი ნახევარმცველები - ლუკა წულუკიძე, უერდი მარა, არტიომ მილჩენკო, გურამ ჯაფარიძე, თორნიკე კირკიტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ფუტკარაძე, ბექა ბარამიძე, გიორგი კოხრეიძე, ავაკა ეშეთე თავდამსხმელები - დმიტრი მანდრიჩენკო, ლევან ხოზრევანიძე

← მთავარი