← მთავარი
სპორტი

ბათუმი კვლავ ევროპის ქალთა ჭადრაკის ჩემპიონატს მიმასპინძლებს

20 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ბათუმი კვლავ ევროპის ქალთა ჭადრაკის ჩემპიონატს მიმასპინძლებს

24 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით ბათუმი ევროპის ქალთა ჭადრაკის 25-ე ინდივიდუალურ ჩემპიონატს მიმასპინძლებს. ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს; გამარჯვებული 10 000 ევროს მიიღებს.

შეჯიბრებაში ევროპის 32 ქვეყნის 170-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოდან — 30 მოჭადრაკე. ტურნირის რეიტინგული ფავორიტია სტავრულა ცოლაკიდუ საბერძნეთიდან (ელო — 2455). მედალოსნებს შვეიცარიული სისტემით 11 ტური გამოავლენს; 31 მაისი გათვალისწინებულია დასვენების დღედ.

ბათუმი ამ ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული ადგილია — ევროპის ქალთა ჭადრაკის პირველობამ 2000 წელს სწორედ აჭარის დედაქალაქში ამოიღო თავი. მომდევნო ეტაპები საქართველოში 2011 წელს თბილისში და 2015 წელს ჩაქვში გაიმართა.

ბათუმური ბატალიები ფიდეს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ციკლის შემადგენელი ნაწილია — ევროპის საჭადრაკო კავშირის გადაწყვეტილებით, მონაწილეებს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშების 10 საგზურის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ.

← მთავარი