სპორტი
ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის გათამაშებას უმასპინძლებს
15 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით, ბათუმის ქვიშის არენაზე ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის B დივიზიონის გათამაშება გაიმართება.
საქართველოს ნაკრებთან ერთად, A დივიზიონში გადასასვლელად ლატვია, რუმინეთი, აზერბაიჯანი, მალტა, ინგლისი, ნორვეგია და სლოვაკეთი იბრძოლებენ. A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები რუმინეთი, მალტა და ნორვეგია იქნებიან.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა, სადაც A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, ხოლო B ჯგუფის გამარჯვებული — A ჯგუფის მეორეადგილოსანს. ფინალში გასული ორივე გუნდი 2027 წლის სეზონისთვის A დივიზიონში დაწინაურდება.
GFF.GE(1) / (0)