← მთავარი
სპორტი

ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა

2 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2 ივნისს ბათუმის სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნა. ესაა ქვეყნის ისტორიაში პირველი მულტისპორტული ღონისძიება ახალგაზრდებისთვის. სტადიონი მისადგომებამდე გავსებული იყო; ათასობით მყურებელი გახსნის ცერემონიას ეზიარა.

გახსნის ცერემონიალი 12 რეგიონის კულტურული პროგრამით იყო მორთული — ეთნოქორეოგრაფიული ნომრები ერთმანეთს ცვლიდა. „ქართული გენია, როკვით განფენილი” — ასე შეაფასეს ღონისძიება მონაწილეები. ქორეოგრაფიულ ანსამბლთა უმეტესობა აჭარიდან იყო.

სიტყვით გამოვიდნენ: ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარიძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილი.

„2 ივნისი შევა ისტორიაში, როგორც სიახლის დასაწყისი. ფესტივალის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდა სპორტსმენების წარმოჩენა, მწვრთნელთა მოტივაცია, სპორტული ცხოვრების გააქტიურება. ქვეყნის ყველა რეგიონში თანამედროვე სპორტული კომპლექსები შენდება,” — განაცხადა ხაბელოვმა.

← მთავარი