"ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, “მაკდონალდსის” გვერდით არსებულ სკვერში, ატრაქციონზე 12 წლის ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. მათი ცნობით, ფაქტს ადასტურებენ ბათუმის მერიაში, თუმცა ამბობენ, რომ სკვერში ატრაქციონები გამართულია და არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ბავშვის დაზიანება. “ბათუმელები” ესაუბრა ბავშვის დეიდას, რომელიც ამბობს, რომ საქანელა, რომელზეც მისი დისშვილი დაშავდა, არაერთხელ ყოფილა დაზიანებული და მშობლები თავად ცდილობდნენ შეკეთებას. “ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული და 2 კვირა ასე უნდა იყოს. ჯერ არ ვიცით, შეძლებს თუ არა ფეხის დადგმას ამის შემდეგ. კიდევ კარგი, საქანელას ჩაწყვეტით უკან არ გადავარდა და ხერხემალი არ დაიზიანა. არც მცირეწლოვნების საქანელებია კარგ მდგომარეობაში. უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ საქანელებზე 15-16 წლის ბავშვებიც სხედან ხოლმე და ხშირად უნდა შეამოწმონ. ამ შემთხვევის შემდეგ ჯაჭვები შეცვალეს მხოლოდ და ისიც ნაწილ-ნაწილ. ისედაც ჩანს, რომ ნაწილია გამოცვლილი, რადგან ძველი ჯაჭვები მიჟანგულია და ახალი ვერცხლისფრად პრიალებს. პოსტიც იმიტომ დავდე ფეისბუქზე რომ მინდოდა, სხვებსაც ჰქონოდათ ამაზე ინფორმაცია”, — ამბობს ბავშვის დეიდა, თამო ბოლქვაძე. მისი თქმით, ბავშვთა გასართობი ტერიტორია ასევე გაუმართავია ფიროსმანის ქუჩის ბოლოს. სკვერში 14 წლის მოზარდს ატრაქციონის კონსტრუქცია დაეცა — ის მძიმე ტრავმით კლინიკაშია “კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი” — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე