სპორტი
ბასილაშვილმა რომის მასტერსზე მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი, ბენ შელტონი დაამარცხა
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფორმას იბრუნებს. რომის 1000-ქულიანი პრესტიჟული მასტერსის მეორე წრეში მან მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ნომერი, ამერიკელი ბენ შელტონი 6:4, 6:7, 6:3 ანგარიშით დაამარცხა.
ბასილაშვილის ანგარიშზე ორი ეისი და 3 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. ეს ჩოგბურთელების კარიერული პირველი პირდაპირი შეხვედრა იყო. ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილმა სამ სეტში სძლია მსოფლიოს 86-ე ნომერ, ესპანელ დანიელ მერიდა აგილარს.
მომდევნო მეტოქე — მსოფლიო რეიტინგის 32-ე ნომერი, ამერიკელი ბრენდონ ნაკაშიმა — 11 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის დროით.