სპორტი
ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს სამ სეტში დაუთმო
ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში გამოეთიშა — საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა მსოფლიო რეიტინგის მე-16 ანდრეი რუბლევთან სამ სეტში 6:3, 6:7, 2:6 წააგო.
ნიკოლოზმა პირველ სეტში შესანიშნავად ითამაშა, თუმცა რუბლევმა მეორე სეტიდან მოახერხა საკუთარი თამაშის პოვნა. ქართველი ჯერ ტაიბრეიკში დაამარცხა, მესამე სეტში კი მცირე ანგარიშით — 2:6-ით — გაიმარჯვა.
ბასილაშვილის ანგარიშზე 7 ეისი და 10 ორმაგი შეცდომა ირიცხება. გამარჯვებული რუბლევი ტურნირის მეოთხედფინალში ATP-ის პირველ ნომერს, იანიკ სინერს დაუპირისპირდება.