სპორტი
ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალშია — ნაკაშიმა 7:6, 6:4 დაამარცხა
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის 1000-ქულიანი მასტერსის მერვედფინალში გავიდა — მან ტურნირის მესამე წრეში მსოფლიო რეიტინგის 32-ე ნომერი, ამერიკელი ბრენდან ნაკაშიმა, 7:6, 6:4 მოედანი. ნიკას ანგარიშზე 9 ეისი და მხოლოდ 1 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. ეს ორი ჩოგანი კარიერაში მეორედ შეხვდა ერთმანეთს — ორჯერვე გამარჯვება ბასილაშვილს დარჩა.
მეორე წრეში ნიკოლოზმა მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ნომერი, ბენ შელტონი, 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა.
მერვედფინალში ბასილაშვილი რუსი ანდრეი რუბლევს შეხვდება. მატჩის ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.