სპორტი
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიაში, ჰალეს 500 ქულიანი ტურნირის კვალიფიკაციის ფინალში ლორენცო სონეგო 6:4 6:4 დაამარცხა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. პირველ სეტის მე-7 გეიმში ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელის ჩაწოდება მოიგო და დაწინაურდა. მეორე სეტში ბასილაშვილმა ბრწყინვალედ დაიწყო, მიჯრით 2 ბრეიკი შეასრულა და სოლიდური უპირატესობითაც დაწინაურდა, საბოლოოდ, მე-8 გეიმში თვითონ დათმო ჩაწოდება, თუმცა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და გაიმარჯვა კიდევაც. ჰალეს ტურნირზე ქართველმა პირველი შეხვედრა დედურა პალომეროსთან 7:6 6:3 მოიგო, რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. (0) / (0)