17 მაისს შიო III-სა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის „გულთბილი და ძმური სატელეფონო საუბარი” შედგა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია.
მსოფლიო პატრიარქმა გულითადად მიულოცა შიო III-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ტახტზე აღსაყდრება და ნაყოფიერი, მშვიდობიანი მსახურება უსურვა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა.
საუბრის ბოლოს ბართლომეოს I-მა შიო III უახლოეს მომავალში კონსტანტინოპოლში ჩასვლა შესთავაზა.