“ბარსელონას” შემტევი ფერან ტორესი, დიდი ალბათობით, კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ესპანელმა პარიზულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ტრანსფერი მუნდიალის დასრულების შემდეგ გაოფიციალურდება.
ლუის ენრიკეს ტორესის დამატება გონსალუ რამუშის შემცვლელად სურს, რომელიც რამდენიმე დღის წინ “მილანში” გადავიდა, გარდა პორტუგალიელისა, პსჟ კანგ ინ-ლიმაც დატოვა, სამხრეთკორეელმა მადრიდის “ატლეტიკოს” მიაშურა. კლუბში ბრედლი ბარკოლას მომავალი კი ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ტორესმა გასულ სეზონში “ბარსელონას” მაისურით ყველა ტურნირზე 49 მატჩი გამართა, თავი კი 21 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.