← მთავარი
სპორტი

ოფიციალურად: „ბარსელონამ” ფლიკს კონტრაქტი 2028 წლამდე გაუხანგრძლივა

19 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ოფიციალურად: „ბარსელონამ” ფლიკს კონტრაქტი 2028 წლამდე გაუხანგრძლივა

„ბარსელონამ” ოფიციალურად გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივდა. ხელშეკრულებაში ჩაიდო ვარიანტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ — მხარეების ორმხრივი სურვილის შემთხვევაში.

გერმანელი მწვრთნელი „ბარსელონას” 2024 წლიდან ავარჯიშებს. მის ხელმძღვანელობით კლუბმა ლა ლიგის ტიტული ზედიზედ ორ სეზონში მოიპოვა. ჯამში 116 მატჩში ფლიკს 88 გამარჯვება, 10 ფრე და 18 დამარცხება აქვს.

← მთავარი