← მთავარი
სპორტი

ბარკოლამ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა - ცნობილია კლუბი, სადაც კარიერის გაგრძელება უნდა

4 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ბარკოლამ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა - ცნობილია კლუბი, სადაც კარიერის გაგრძელება უნდა

Fichajes-ის მტკიცებით, არაა გამორიცხული ბრედლი ბარკოლამ პსჟ დატოვოს.

მიზეზი ისაა, რომ პსჟ იან დიომანდეს (ლაიფციგი) და მაგნეს აკლიუშის (მონაკო) შეძენას აპირებს და ასეთ შემთხვევაში, ბარკოლას სათამაშო დრო კიდევ უფრო შეუმცირდება.

ბარკოლას „არსენალი“ და „ლივერპული“ ეპატიჟება, თავად კი უფრო კარიერის ლონდონურ გუნდში გაგრძელება სურს, რომელიც მზადაა ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ბარკოლას დამატებით პირადადაა დაინტერესებული „არსენალის“ მწვრთნელი მიკელ არტეტა. თავად ფეხბურთელს ინგლისის დედაქალაქში ცხოვრება სურს.

გასულ სეზონში ბრედლიმ კლუბში ყველა ტურნირზე 55 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 70 მილიონია.

← მთავარი