თუ ბარკოლა წავა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
Sky Sport-ის ინფორმაციით, თუ პსჟ-ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის 23 წლის ფრანგი შემტევი ბრედლი ბარკოლა დატოვებს, პარიზული გუნდი მის შემცვლელად “ბარსელონას” 27 წლის თავდამსხმელის ფერან ტორესის შეძენას შეეცდება. ბარკოლას მიმართ ინტერესი ორ ინგლისურ გრანდ “არსენალსა” და “ლივერპულს” გააჩნიათ, რომლებიც ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე მუშაობენ. რაც შეეხება ტორესს, მას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ესპანელმა გასული სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა და ყველა ტურნირზე “ბარსელონას” ფორმით 49 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა, რასაც 3 ასისტიც დაურთო. ინფორმაციისთვის, გუშინ Foot Mercato-მ დაწერა, რომ პსჟ ასევე “ვესტ ჰემის” ორი შემტევის - მატეუშ ფენანდეშის და კრისენსიო სამერვილის შეძენას აპირებს. თეგები:ბარსელონალივერპულიპსჟარსენალიფერან ტორესიბრედლი ბარკოლა(0) / (0)