სპორტი
„ბარსელონა” ფლიკთან კონტრაქტს 1+1 სისტემით გაახანგრძლივებს”
„ბარსელონა” ჰანს-დიტერ ფლიკთან თანამშრომლობას გააგრძელებს — ეს „მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციაა.
გერმანელ მწვრთნელს „ბარსელონასთან” ამჟამად 2027 წლის ზაფხულამდე ვადიანი კონტრაქტი აქვს. ახლა 1+1 სისტემით გაახანგრძლივებენ — ანუ ძირითადი ვადა ერთი წლით გაიზრდება და ერთი წლის ოფციონი დაემატება. მხარეებმა ამ შეთანხმებას რამდენიმე კვირის წინ მიაღწიეს, ოფიციალურ გამოცხადებას კი მოგვიანებით ელიან.
ფლიკი „ბარსელონაში” 2024 წელს ჩავიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მოიგო ლა ლიგა, ერთხელ — ესპანეთის სუპერთასი და ერთხელ — კოპა დელ რეი.