საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
ბიზნესი & ეკონომიკა • 42 წუთის წინ
საქართველოს ბანკის ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელმა, დოდი მალაზონიამ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტექნოლოგიურ ფორუმში - NextGen Payments & RegTech Forum, რომელიც ესპანეთში გაიმართა. ღონისძიებაზე მან პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მიმოიხილა, თუ როგორ იცვლება თანამედროვე გადახდების სისტემები და რა ინოვაციებს ნერგავს საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით.
ფორუმი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ფინანსური სექტორის ლიდერები გლობალურ ტენდენციებსა და მომავლის გამოწვევებზე მსჯელობენ. პანელური განხილვის ფარგლებში დოდი მალაზონიამ ხაზი გაუსვა რამდენიმე საკითხს, რომელიც როგორც გლობალურად, ისე საქართველოს ბაზრისთვის განსაკუთრებით აქტუალურია:
გადახდა, როგორც ზრდის შესაძლებლობა: გადახდების მიღება უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესი. დღეს ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად კმაყოფილია მომხმარებელი და რამდენად წარმატებულია ბიზნესი. უსაფრთხოება და კომფორტი: ბიზნესის მთავარი გამოწვევაა, ერთი მხრივ, შეიმუშაოს მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემები გადახდებში, ხოლო მეორე მხრივ, პროცესი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი და შეუფერხებელი გახადოს.
ამასთანავე, დოდი მალაზონიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ელექტრონული კომერცია და ციფრული გადახდები ძალიან სწრაფად ვითარდება. ადგილობრივი მომხმარებელი აქტიურად ითვისებს უკონტაქტო და მობილური გადახდების ტექნოლოგიებს, რაც ბანკებს შესაძლებლობას აძლევს, შესთავაზონ ბიზნესებს თანამედროვე და მოქნილი გადაწყვეტილებები. “ჩვენი მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად სწრაფად იზრდება ციფრული გადახდების გამოყენება და როგორ ქმნის ეს ახალ შესაძლებლობებს ბიზნესებისთვის. მსგავსი საერთაშორისო ფორუმები კი არის კარგი სივრცე იმისათვის, რომ გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ამავდროულად, გავეცნოთ ტენდენციებს, რომლებიც გადახდების ინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავს“, — აცხადებს დოდი მალაზონია, საქართველოს ბანკის ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში - გაეცანი სრულად დაფინანსებულ ბიზნესკურსს
თანამედროვე ბიზნესში სწორი გადაწყვეტილებების მიღება სულ უფრო მეტად უკავშირდება მონაცემების, ანალიტიკური ინფორმაციისა და მომხმარებლის ქცევის გააზრებას. სწორედ ამიტომ, თუ გსურთ გაიგოთ, როგორ გამოიყენოთ...
ბიზნესი & ეკონომიკა
• 40 წუთის წინ
თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თუ დავალიანება დროულ...
საზოგადოება
• 44 წუთის წინ
"10-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიას შეუქცევადი ზიანის საფრთხე ემუქრება.. ეს პოლიტიკური დევნაა. თავისუფლება ელენეს!" - რასა იუკნევიჩიენე
"10-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიას შეუქცევადი ზიანის საფრთხე ემუქრება. ევროპარლამენტმა აღიარა მის მიმართ არსებული დამამცირებელი პირობები და სპეციალიზებული დახმარე...
პოლიტიკა
• 46 წუთის წინ
„მზად ვართ სასაუბროდ არა მარტო გამჭვირვალობის კანონზე, არამედ ნებისმიერ საკითხზე“ - ჭეიშვილი
ევროკავშირისთვის კარი არ გამოგვიკეტავს, პირიქით მოხდა. აქედან გამომდინარე, სხვა არაფერი უთქვამს ნიკოლოზ სამხარაძეს. შუამავლობა ითხოვა, რომ დიალოგის პროცესი დაიძრას და განახლდეს. ჩვენ მზად ვართ სასაუბრ...
პოლიტიკა
• 53 წუთის წინ
„ნამდვილი ევროპა საქართველოში არის ელენე ხოშტარია და არა ისინი, ვინც მას ციხეში კეტავენ“ - იტალიელი სენატორი
იტალიელი სენატორი ივან სკალფაროტო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობსი გაუარესებას სოციალურ ქსელ იქსზე ეხმაურება და დაკავებული ქალი პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ნამდვილი ევროპა...
პოლიტიკა
• 6:49
რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში დასახმარებლად, ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს
ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რათა დაეხმაროს რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში | ინფორმაციას Financial Times წყაროების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ე...
მსოფლიო
• 6:46
მეტის ნახვა