[VIDEO] ბალოგუნის შოუ - აშშ-მა პარაგვაი დამაჯერებლად დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, D ჯგუფში აშშ-მა პარაგვაი 4:1 დაამარცხა. მასპინძლებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მე-7 წუთზე ბობადილიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 31-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩის პასით ბალოგუნმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ტაიმის მიწურულს კი “მონაკოს” ფორვარდმა ეფექტური გოლი გაიტანა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 2026 წლის მუნდიალზე დუბლის შესრულება მოახერხა. მეორე ტაიმში მატჩის სურათი არ შეცვლილა. 73-ე წუთზე მაურისიომ ერთი ბურთი გაქვითა, 90+8 წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ჯოვანი რეინამ შესანიშნავი გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. 14 ივნისს, ამავე ჯგუფში ერთმანეთს ავსტრალია და თურქეთი შეხვდებიან. მეორე ტურში, 19 ივნისს აშშ ავსტრალიას, 20 ივნისს კი თურქეთი პარაგვაის დაუპირისპირდება. ინგლვუდი. „სოუ ფაი“ აშშ - პარაგვაი 4:1 გოლები: 1:0 ბობადილია (7, ავტოგოლი), 2:0 ბალოგუნი (31), 3:0 ბალოგუნი (45+5), 3:1 მაურისიო (73) 4:1 რეინა (90+8)თეგები:პარაგვაის ნაკრებიაშშ-ს ნაკრები(2) / (2)