← მთავარი
სპორტი

ცირკი და სკანდალი - თეთრი სახლიდან ზარის შემდეგ, ამერიკელ ფეხბურთელს წითელი ბარათი გაუუქმეს

6 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ცირკი და სკანდალი - თეთრი სახლიდან ზარის შემდეგ, ამერიკელ ფეხბურთელს წითელი ბარათი გაუუქმეს

ფიფამ ძალიან უცნაური ვერდიქტი გამოიტანა - ბელგიასთან მერვედფინალის წინ, აშშ-ს ნაკრების თავდამსხმელ ფოლარინ ბალოგუნს, ბოსნიასთან მეოთხედფინალში მიღებული წითელი ბარათი შეუჩერა, რაც ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა.

ფიფამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება კოდექსის 27-ე მუხლის მიხედვით იქნა მიღებული და ბალოგუნის დისკვალიფიკაცია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადითაა შეჩერებული.

ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, რომ დისკვალიფიკაციის გაუქმებამდე თეთრი სახლიდან ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს დაურეკეს. შემდეგ კი თეთრმა სახლმა „ტვიტერზე“ მოკლე პოსტი გამოაქვეყნა: „აშშ - აშშ -აშშ“.

ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას გადაწყვეტილების გამო აღშფოთება გამოთქვა, მათი ნაკრების მწვრთნელმა რუდი გარსიამ კი განაცხადა, რომ არ ეგონა თუ მუნდიალზე 5 ივლისი იგივეა, რაც 1-ელი აპრილი (ამ დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სულელის დღეს აღნიშნავენ), მისთვის ეს სიახლეა და სულ არ აინტერესებს, მეტოქე რა სასტარტო შემადგენლობით დაიწყებს თამაშს.

კომენტარი აშშ-ს ეროვნული გუნდის თავკაცმა მაურიციო პოჩეტინიომ გააკეთა: „ამ გადაწყვეტილებას მივესალმები. ადამიანების 99%-ის აზრით, ეს არასამართლიანი წითელი ბარათი იყო“.

← მთავარი