← მთავარი
სპორტი

„ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტი: „ბარსელონას” ფული არ აქვს — ჰარი კეინი არსად მიდის

24 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
„ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტი: „ბარსელონას” ფული არ აქვს — ჰარი კეინი არსად მიდის

„ბაიერნ მიუნხენის” საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა Das Erste-სთვის მიცემულ ინტერვიუში კატეგორიულად განაცხადა, რომ ჰარი კეინი ბავარიელ კლუბს არ დატოვებს.

„ჰარი კეინი ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია. „ბარსელონა” მასზე კი დაინტერესდა — მაგრამ „ბაიერნი” ის კლუბია, რომელიც კი არ ჰყიდის, არამედ ყიდულობს. დარწმუნებული ვარ, ჰარი ჩვენთან დარჩება. თანაც „ბარსელონას” ამის ფული არ აქვს”, — განაცხადა ჰიონესმა.

მიმდინარე სეზონში კეინმა „ბაიერნის” ფორმით ყველა ტურნირზე 51 მატჩი გამართა, 61 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.

← მთავარი