ბაჰრეინის მწვრთნელი: „პენალტი დასანიშნი არ იყო — კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”
ბაჰრეინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხორვატი დრაგან ტალაიჩი კმაყოფილია საკუთარი ფეხბურთელებით, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს პირველი გოლი პენალტი არ იყო.
„პირველ რაუნდში ვულოცავ საქართველოს ნაკრებს და ვილი სანიოლს გამარჯვებას. შევეცადეთ, საუკეთესო თამაში გევჩვენებინა, მაგრამ ეს მეტოქეზეც არის დამოკიდებული. ძირითადი დრო დაცვაში გავატარეთ. სამწუხაროდ, შეცდომა დავუშვით, რომლითაც მეტოქემ ისარგებლა.
პენალტი აშკარად არ იყო დასანიშნი. მაგრამ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
საქართველოს ნაკრებმა გვაიძულა, დაცვაში გვეთამაშა. მერე ვცადეთ შეტევაში უფრო აქტიური ყოფნა, მაგრამ დაცვაში ძალიან დასანანი შეცდომა დავუშვით, რამაც შეხვედრის მსვლელობა შეცვალა,” — განაცხადა ტალაიჩმა.